ითიჯი ჯგუფი გთავაზობთ მაღალი ხარისხის ფურშეტის ორგანიზებას, ქეითერინგულ მომსახურებას, ფურშეტის ინვენტარისა და საქორწილო ინვენტარის გაქირავებას - ყველაფერი ერთ სივრცეში.
ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი ზრუნავს თითოეულ დეტალზე - ფურშეტის მენიუს დაგეგმვიდან დაწყებული, სივრცის გაფორმებით და მომსახურებით დასრულებული. ჩვენი მიზანია, თქვენი ღონისძიება იყოს ლამაზად გაფორმებული და სრულყოფილად ორგანიზებული. მოგვანდეთ ღონისძიების ორგანიზების ყველა დეტალი – თქვენ უბრალოდ ისიამოვნეთ შედეგით.
ფურშეტი არის შესანიშნავი არჩევანი მათთვის, ვისაც სურს, რომ ღონისძიება, იქნება ეს კორპორატიული შეხვედრა, პრეზენტაცია, ქორწილი თუ კერძო წვეულება, იყოს ლამაზად გაფორმებული, გემრიელი კერძების თანხლებით, სადაც ყოველი მომენტი დატოვებს განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას.
ითიჯი ჯგუფი დაგეხმარებათ დააორგანიზოთ ფურშეტი, რომელიც შეესაბამება ღონისძიების ფორმატს. ყველა კერძი მზადდება სუფთა გარემოში, HACCP-ის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.
იხილეთ მეტი ფურშეტის მენიუს შესახებ
რა არის ქეითერინგი? - ესაა მომსახურება, რომლის დროსაც სტუმრებს აქვთ საშუალება მიირთვან კერძები როგორც ფეხზე დგომით, ასევე მაგიდის გარშემო დამსხდრებმა. ქეითერინგის დროს გამოიყენება როგორც ფურშეტის სტილის კანაპეები, ასევე სარესტორნო სტილის კერძები.
წარმატებული ფურშეტისა თუ ქეითერინგის მთავარი კომპონენტი არა მხოლოდ გემრიელი კერძებია, არამედ შესაბამისი გარემო და ინვენტარი. თქვენი წვეულების სრულყოფისთვის, ჩვენ გთავაზობთ: მაგიდებს, სკამებს, ჭურჭელს, დეკორს და სხვა დეტალებს